ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალტუბოში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, გმირების ხსოვნას მათმა მეგობრებმა, ახლობლებმა და აგვისტოს ომის მონაწილე თანამებრძოლებმა მიაგეს პატივი.

12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია და ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი დაიღუპნენ. ფილიპე მგალობლიშვილი გურიაშია დაკრძალული.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1800 -1800 ლარი გადაეცათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა