მალხაზ თორია - აგვისტოს ომს ჰყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილეებთან ნინო ვიბლიანთან, დავით ვერავასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მალხაზ თორიას თქმით, აგვისტოს ომს სამეგრელოდან 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, ჩვენი რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხედროებთან ერთად იყვნეს სამოქალაქო პირებიც. ამ ომს ჰყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხილს და მადლობას ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს“ - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს, სულ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა