გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, 7 აგვისტოს, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში შეიკრიბნენ. მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აგვისტოს მძიმე დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან სიმბოლურად მოეწყო სანთლების აქცია.

გორის მერიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში არსებული რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა, გმირებისა და ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

გორის მერმა აგვისტოს ომის დროს დაზარალებული სოფია მურადოვა მოინახულა. გორის მერიის ცნობით, მას 2008 წლის 8 აგვისტოს, ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური დაუზიანა, რის გამოც დღემდე დამოუკიდებლად ვერ გადადგილდება. სოფია მურადოვს დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები და სურსათი გადაეცა.

„რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ომის სიმძიმე ყველაზე მეტად გორის მუნიციპალიტეტმა გადაიტანა.

რამდენიმე დღიანმა ომმა 400 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ყველა დაღუპული და გავაგრძელოთ შრომა იმ მიზნის ბოლომდე მისაღწევად, რომელსაც მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხელე შეწირეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღესაც ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი სამშობლო მშვიდობიანი გზით შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)