გივი მოდებაძე - დღევანდელი დღე ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

გივი მოდებაძის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა.

„დღევანდელი დღე და ზოგადად რუსეთ-საქართველოს ომი ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ გავიხსენეთ ჩვენი თანაქალაქელი, შინდისის გმირი შმაგი კუპატაძე, რომელმაც 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა