შოთა რეხვიაშვილი - დღევანდელი დღე ყველას გვავალდებულებს გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ერთგულნი

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების საფლავები, ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მანამდე რუსთავში, აგვისტოს ომის გმირთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა, ჩოხოსნებმა, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, თანამებრძოლებთან და მეგობრებთან ერთად, მათი ხსოვნის მემორიალი წითელი ვარდებით შეამკეს. მემორიალთან, მეუფე ფრიდონმა აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვავალდებულებს გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ვიყოთ მისი ერთგულები.

„აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დღევანდელი დღე ყველას გვავალდებულებს ვიყოთ ერთგულნი ჩვენი ქვეყნს მიმართ, გვიყვარდეს სამშობლო - საქართველო და რაც მთავარია სახელმწიფოებრივი აზროვნებით, მშვიდობიანი განვითარებით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, შემოვირიგოთ ჩვენი დები და ძმები აფხაზეთიდან და ოსეთიდან, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველას მოვუწოდებ მხარში დგომისკენ, თავდაუზოგავი შრომისკენ ამ მიზნის განსახორციელებდან, რადგან დიდ მიზნებს, მარტივად ვერ მიაღწევ, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია და შრომა“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა დასძენს რომ დღევანდელი დღის დავიწყება არ შეიძლება.

„მე მინდა, ამ გმირი შვილების აღზრდისთვის პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს და მათ წინაშე ქედი მოვიხადო. ეს დღე ალბათ ყველა ქართველისთვის უნდა იყოს, დღე რომელიც მოგვიტანს ერთიანობას, სიმტკიცეს და ქვეყნის გაერთიანებას. ამ დღის დავიწყება არ შეიძლება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

2008 წლის აგვისტოს ომში ოთხი რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე და კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი გმირულად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილს, კახაბერ თავგორაშვილსა და ლევან იოსებიძეს გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ, გიორგი ჯავახიშვილს კი ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენი.

დღესვე, თბილისში, სამგორის რაიონში, მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალის, რუსთაველი ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელი მიენიჭა. მოგვიანებით ვარკეთილში, ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარის ეზოში ვახტანგ გზირიშვილის საფლავთან ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამხედრო პირები, თბილისის მერიისა და საკრებულოს, წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს