„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე  წეროვანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წეროვანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.

შალვა კერესელიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ახალგორის მკვიდრის ლევან მიდელაშვილის მემორიალური დაფა მხარდამჭერებთან ერთად გვირგვინით შეამკო. ლევან მიდელაშვილი 8 აგვისტოს ფრონტის წინა ხაზზე ორმხრივი შეტაკებების დროს დაიღუპა, ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში 6 ჯარისკაცი დიღუპა, ირაკლი მორბედაძე სოფელ ქსოვრისიდან, მამუკა ბეკურაშვილი სოფელ ბიწმენდიდან, გია რომელაშვილი წინამძღვრიაანთკარიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი ნიჩბისიდან და ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს