ზაზა გაბუნია - გმირებმა საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს - დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, 8 აგვისტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„არის დღეები, როცა სიტყვებს - „მძიმე” და „საამაყო” - ერთად ვამბობთ ასეთი დღის აღმატებული მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ამგვარად ვცდილობთ გამოვხატოთ კარგიც და ცუდიც - ის, თუ ამ განსაკუთრებულ დღეს რა საოცრად შესზავებია ერთმანეთს ტკივილი და ღირსების შეგრძნების სამართლიანად მომეტებული ემოცია. და აბა, სხვანაირად როგორ, როცა ომზე ვსაუბრობთ, რომლის სარბიელზე სიცოცხლე დათმეს იქ მომღიმრად მიმავალმა ჩვენმა გმირებმა, რომელთა სხივმოსილი სახელები და სახეები სამშობლოსთვის მოქმედების სურვილს გვიორკეცებს, ძალას გვძენს, ღირსების განსაკუთრებული გრძნობით აღგვავსებს დღენიადაგ - ნებისმიერ წამს, როცა კი შეიძლება ისინი გაიხსენო და არამარტო დღეს, 8 აგვისტოს.

და ეს გაფიქრება, ეს გახსენება, მათგან ამქვეყნად დატოვებული ოჯახის წევრებისადმი ყურადღება ჩვენგან კეთილ მისავლად მიუდით იქ, იმქვეყნად, იმ სულმაგარ ტიტანებს.

სიცოცხლე სამშობლოს სიცოცხლის წილ გააჩუქეს, საკუთარი არსებობა და სახელ-გვარები ქვეყნის სახელს და არსებობას შეუერთეს - დღეს მათ ყველას საქართველო ჰქვია, რომელიც დროებით დაკარგულ საკუთარ მიწა-წყალსაც აუცილებლად დაადგამს მათგან შეყვარებულ ხუთჯვრიან დროშას, გულში ჩაიკრავს იქაურთ, მტერს კი მტრისას ეტყვის, მოყვარეს მოყვრისას და ეს იქ, იმ ქართულ მიწებზე, რომელთაც ამ ომის დროს, ამ სულმაგრების ოდენ თვალები და მზერა მისწვდა“, - აცხადებს გაბუნია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი