გიგი წერეთელი - რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების და ლეგიტიმაციას, ეს არასდროს მოხდება

რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე12 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“ -აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.

ასამბლეის ლიდერებმა 2020 წლის 7 აგვისტოს განცხადებით, კიდევ ერთხელ დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის დასრულება აუცილებელია და გვსურს მშვიდობიანად აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ომისა და საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით ავრცელებენ კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (აშშ), კოსტელ დუნავა (რუმინეთი) და ლაურინას კასჩიუნასი (ლიეტუვა).

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა