ახალქალაქის ცენტრში სამართალდამცავები კვლავ რჩებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები

ახალქალაქის ცენტრში სამართალდამცავები კვლავ რჩებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობენ, ასევე მობილიზებული არიან სპეციალური დანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. მისი თქმით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს