გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საველე შეკრებაზე იმყოფება

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მომავალი წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსს გადიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს.

„მომზადების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონს შეუერთდებიან. სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ კურსზე მიღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა