ლადო მგალობლიშვილის ინიცირებით აჭარის უმაღლესმა საბჭომ განათლების ხელშეწყობის შესახებ კანონი მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა - ,,განათლების ხელშეწყობის შესახებ" მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების სფეროში საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების, სკოლის გარეშე სასპორტო განათლების მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აღნიშნავენ, ეს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული პირველი დარგობრივი საკანონმდებლო აქტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო