გიდების მხარდასაჭერად აჭარაში ახალი პროექტი იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რაც ტრენინგებს, ინფოტურებსა და სხვადასხვა აქტივობებში მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტების ნაწილს, დეპარტამენტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის პირველ ეტაპზე გიდებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე ჩაუტარდათ ტრენინგი, რაც მათ უსაფრთხოდ ტურების ჩატარებაში დაეხმარება. მეორე ეტაპზე კი მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.

"ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ გიდებთან, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ პანდემიის პირობებში. ისინი საუბრობენ ტურების უსაფრთხოდ ჩასატარებლად აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის არ ქონაზე, ასევე ფინანსურ დანაკარგსა და დროებითი დასაქმების აუცილებლობაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორ ორგანიზაციებთან, რათა შევძლოთ ჩვენი სექტორის მხარდაჭერა. ახალი პროგრამის დეტალებს გიდებს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ, რაც მათთვის ნამდვილად სასიხარულო ფაქტი იქნება", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა