კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, რომელსაც მე-14 დღეს გეგმური კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. მამაკაცი ქვეყანაში უკრაინიდან შემოვიდა.

უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსისგან 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი მკურნალობს.

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ინფიცირებული გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მძიმე იყო, უკეთესობისკენ შეიცვალა და არის საშუალო სიმძიმის.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულს, იგი ახალგაზრდა მამაკაცია, საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა და მე-14 დღეს გეგმური შემოწმებისას კორონავირუსი დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უსიმპტომოა და თავს კარგად გრძნობს", - აცხადებს ექიმი გია კიკაბიძე.

ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 1225-ს, ხოლო გამოჯანმრთელდა 1000 ადამიანი. ვირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო