თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავდა

სტამბოლის აეროპორტის მახლობლად, ყუზეი მარმარის ავტობანზე სარეისო ავტობუსის ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ქარაბიუქადან სტამბოლის მიმართულით მოძრაობდა, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე ხიდის ბარიერს შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მათგან 10 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა