ახალქალაქის მერი - სიმშვიდეა, ვითარება კონტროლის ქვეშ არის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე სტაბილური ვითარებაა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერმა განუცხადა, ახალქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„ამჟამად ახალქალაქში სიმშვიდეა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სტაბილური ვითარებაა. ჯერჯერობით არავითარი ექსცესი არ ყოფილა. ოპერატიული მუშაკები მუშაობენ და ვითარება კონტროლის ქვეშ არის“, - განაცხადა იურიკ უნანიანმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife