რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

რუსთავში, სააკაძის ქუჩის #2-ის საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მამაკაცი უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა