ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ყარაჯალარში "პისიარ“ ტესტირებისთვის 1400-მდე ნიმუშია აღებული

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის გაფართოებული „პისიარ“ ტესტირება მესამე დღეა მიმდინარეობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, გაფართოებული განმეორებითი ტესტირება, პარასკევს დაიწყო და ორ დღეში 1400-მდე ბიოლოგიური მასალა იქნა აღებული "პისიარ" ტესტირებისთვის.

დღის ბოლოს, გუშინ აღებული ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების ნაწილი გახდება ცნობილი.

დღეს ყარაჯალარში ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი მუშაობს. საქართველოში კოვიდინფიცირების 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ყარაჯალარის კლასტერს მიეკუთვნება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დღეისათვის კოვიდინფიცირების 71 დადასტურებული შემთხვევაა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025