ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 2 მედპერსონალია, 1 „გაჩიანის კლასტერია“, 3 დაინფიცირებულთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ინფიცირებულთაგან ორი სამედიცინო პერსონალია.

“დღევანდელი ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია.

დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, ორი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევა

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე