დავით ბაქრაძე საგურამოში დევნილებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე საგურამოში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ბაქრაძემ, დევნილებთან რუსული აგრესიის შედეგად მიყენებულ პრობლემების მოგვარების საკითხზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, 8 წლის მანძილზე მთავრობას არ გაუზრდია დევნილებისთვის დახმარება, არ მოუგვარებია ბინების დაკანონების საკითხი. მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დევნილების დახმარება მოხდება, რათა მათ უკეთეს პირობებში შეძლონ ცხოვრება.

„დევნილები არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომლის თავზეც განსაკუთრებული ტკივილით გადაიარა საქართველოს ისტორიის ბოლო მოვლენებმა. ეს არის ჩვენი სისხლი და ხორცი, ვინც დაკარგა საკუთარი სახლი, ვისაც დაენგრა საკუთარი ცხოვრება, ვინც დაკარგა საკუთარი ოჯახის წევრები, ამიტომ სირცხვილია, რომ დღემდე დევნილების დახმარება არ გაზრდილა, სირცხვილია, რომ დღემდე ვეტერანების დახმარება 22 ლარია, სირცხვილია, რომ დღემდე არ დასრულებულა ბინების დაკანონება და ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს, რომ "ქართული ოცნების’’ ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში არაფერი არ გააკეთა. მე მაწუხებს ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ვერ შევძელით თავის დროზე ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ. ამიტომ ჩემი დაპირება დევნილების მიმართ არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ის ვალი, რომელსაც აუცილებლად, გავისტუმრებთ და რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ ოქტომბრის შემდეგ, რომ ჩვენ დევნილებს, იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე დიდი ტკივილი გაიარა საქართველოს ისტორიაში ბოლო წლებში ჰქონდეთ უკეთესი პირობები და ცხოვრობდნენ უკეთესად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს