გიორგი ვაშაძე - დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი. აღნიშნული განცხადებით გიორგი ვაშაძე ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია პოლიციას ღირსება დაუბრუნდეს და შეწყდეს ქვეყანაში კრიმინალების მფარველობა.

„დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და სამწუხაროდ პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო იმიტომ, რომ პოლიცია ვეღარ იცავს კრიმინოგენულ სიტუაციას, მათ მხოლოდ პოლიტიკური დავალებები აქვთ. მათ ეუბნებიან, რომ კრიმინალები გარეთ უნდა გამოუშვან და ხდება ის, რაც ხდება. ხომ ხედავთ უკვე აუტანელია, ადამიანს ეშინია საკუთარი ბავშვის ქუჩაში გასეირნების, საღამოს ხალხს ეშინია ქუჩაში გასვლის. ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, პოლიციას უნდა დაუბრუნდეს ღირსება და პოლიციას უნდა ჰქონდეს ერთი მითითება, რომ დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალების მფარველობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს გამოძიება ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე.

იხილეთ ვიდეო:დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს - გიორგი ვაშაძე

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის