კიევში მდებარე ოფისში, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, ოპოზიციური პარტიაა განთავსებული

საოფისე შენობაში, სადაც დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ არის განთავსებული.

პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობა ოფისის უსაფრთხოების სამსახურმა დილით აღმოაჩინა.

„ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მომხდარი წარმოადგენს ტერორისტული აქტის მცდელობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანთა სიცოცხლეს და ჩადენილია საზოგადოებისთვის საშიში სახით პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, ბოლშოი ვასილევსკის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს.

კიევის პოლიციის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დარაჯმა ერთ-ერთ ოფისთან აღმოაჩინა. ის სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა