ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება

ხვალ, 10 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – ,,რუსთავისა“ და ,,მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი.

ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა