ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ავღანეთში მიღწეული შეთანხმების თანახმად, "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას, ავღანელი ხალხის წარმომადგენელთა უზენაესმა კრებამ - „ლოია ჯირგამ“, მიიღო.

„დაბრკოლებების აღმოფხვრის, სამშვიდობო პროცესის დაწყების და სისხლისღვრის დასრულების მიზნით, „ლოია ჯირგამ“ 400 "თალიბის" გათავისუფლების გადაწყვეტილება დაადასტურა“, - ნათქვამია კრების მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

მოგვიანებით პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას ხელს მოაწერდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, გასულ კვირაში პრეზიდენტმა ავღანეთის საზოგადოების ლიდერები და პოლიტიკოსები რჩევისთვის ქაბულში მიიწვია, რათა გადაეწყვიტათ გაეთავისუფლებინა თუ არა ხელისუფლებას თალიბები ციხიდან. გამოცემის ინფორმაციითვე, ამ 400 "თალიბს" შორის არიან ის პირებიც, ვინც სასჯელს სამოქალაქო პირებსა და უცხოელებზე თავდასხმისთვის იხდიან. შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ციხეებიდან 5 000 თალიბი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს