შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო

დღეს, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძარი გაიხსნა. საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს მთავრობის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმინდა სინოდის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელმაც დალოცა ის მოქალაქეები, ტაძრის მშენებლობაში წვლილი რომ შეიტანეს. პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ შეკრებილთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტაძრის გახსნას მთელი საქართველოს ზეიმი უწოდა, განსაკუთრებით მაშინ, „როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა