აბაშაში საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ერთდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მოადგილე დავით ვერავა, აბაშის მერი ლევან მაკალათია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს,ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

საქართველოს ჩემპიონატი კი 18-19 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ.

შეჯიბრი საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა