ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 არასრულწლოვანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმი- ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.

ცნობისთვის, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა და სამი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბებია, რძალი და შვილიშვილი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა