კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი ქადაგიშვილი ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს

ბევრი ფიქრის, კვლევების შემდეგ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება,თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარად წარმოგვედგინა კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ქადაგიშვილი არის ადამიანი, რომელსაც კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა აქვს.

„როდესაც ვფიქრობდით, თუ ვინ უნდა დაგვეყენებინა კახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატად, ნამდვილად არ იყო მარტივი შეგვერჩია ადამიანი, რომელიც თქვენთვის მისაღები იქნებოდა, ადამიანი, რომელიც იქნებოდა თქვენი საკუთარი შვილი, ადამიანი, რომელიც გამოცდილი გეყოლებოდათ ჭირსა და ლხინში. ბევრი ფიქრის, კვლევების შემდეგ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარად წარმოგვედგინა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უცხო არაა, ადამიანი, რომელსაც კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა აქვს, კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან ერთად ის რეგიონის ყველა გამოწვევას ჩვენთან, თქვენთან ერთად ღირსეულად უპასუხებს“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა