„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით  აბაშაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ აგრო მეურნეობის წახალისებას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 1 ჰა ტერიტორიის ფართობზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება. პროექტს შპს „აისბერგი“ ახორციელებს.

ბანკის ინფორმაციით, ფერმის ამოქმედების შემდეგ ფერმაში წელიწადში 7 ტონამდე ლოკოკინას მოყვანა იქნება შესაძლებელი და ლოკოკინას გამოყენება მოხდება როგორც სამკურნალო მიზნებისათვის, ასევე დელიკატესის სახით და ის ექსპორტზე იტალიაში გავა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთი მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ კომპანია წარმოებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლოკოკინის, საერთაშორისო ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა