გიგა ბოკერია ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზე - ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო „კლოუნების“ გუნდის პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერია განცხადებით, კრიმინალი შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, მათ შორის, დემოკრატიულსა და ცივილიზებულში, მაგრამ მსგავსი ფაქტების კასკადი ივანიშვილისა და მისი გუნდის კრიმინალისა და ძალადობისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, რომელსაც ისინი თავად ახალისებენ. აღნიშნული განცხადებით გიგა ბოკერია ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

„საერთო ჯამში, ივანიშვილისა და მისი ამ სამარცხვინო „კლოუნების“ გუნდის პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს კრიმინალი, ძალიან დალაგებულში, დემოკრატიულში, ცივილიზებულშიც, მაგრამ მთელი ამ ფაქტების კასკადი ივანიშვილისა და მისი გუნდის ძალადობასა და კრიმინალთან დამოკიდებულებაა, რასაც თავისი ქმედებებით ახალისებენ არა მხოლოდ დაუსჯელობით, არამედ მჭიდრო ურთიერთობით კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იმიტომ, რომ ეს მიაჩნიათ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად, ეს მოქმედებს ყველაზე და ყველაფერზე. ამას ემატება პოლიციელების დამცირება და ამ ინსტიტუტის დასუსტება. ამ შემთხვევაში პოლიციელებსაც კი ვერ დავაბრალებთ, ლეგიტიმური კრიტიკა იყო, - ამდენი ხანი გრძელდებოდა შუა ქალაქში ამბავი და იქ პოლიცია დროზე არ გამოჩნდაო თქვეს, მე არ ვიცი. ასე რომც იყოს, საერთო ჯამში, ამ პრობლემის ძირი არის თავში, ანუ ივანიშვილში და იმ კლიმატში, რომელიც არის შექმნილი იმიტომ, რომ ადამიანები უყურებენ ძალაუფლება ვისაც აქვს, ის როგორ იქცევა, როგორ კლიმატსა და თამაშის წესებს ნერგავს, ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, იქნება კრიმინალთან ბრძოლა, ოღონდ ყველა წინა ჩავარდნის გათვალისწინებით. კრიმინალთან ბრძოლა უნდა ხდებოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური მოპოვების პარალელურად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე პრობლემა გაქვს, რასაც წარსულში ჰქონდა ადგილი და ჩვენ მაგ გზაზე დაბრუნება არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გზა, რომელიც ივანიშვილმა აირჩია კიდევ უფრო ღრმა წარსულში წასვლის, შემოვატრიალოთ, რომ ძალადობა არ იყოს თამაშის წესი, რომელსაც ხელისუფლება უწყობს საზოგადოებაში ხელს, რისი მსხვერპლიც ხდება, პირველ რიგში, ჩვეულებრივი მოქალაქე და მეორე მხრივ, მთავრობა, რომელიც ეფექტურად ებრძვის კრიმინალს, არ უნდა იქცეს საფრთხედ და ამას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. მისი თქმით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა