ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, ორი პროექტით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უკვე შესრულებულ სამუშაოებს და კურორტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია.

,,ბაკურიანში ჩვენ გვყავს ორი კონტრაქტორი, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციური დავალება აქვს. ეს არის ჭაბურღილების დამატება- დაახლოებით 5 ჭაბურღილს ვამატებთ, ხოლო მეორე კონტრაქტორი ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობას ახორციელებს. ასევე, ზემოთ მდებარე ხევებიდან ამ სათავე ნაგებობაში იკრიბება წყალი, რომელიც აქამდე იკარგებოდა. სამუშაოებს დაახლოებით ოქტომბერში დავასრულებთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დღეს არსებული დებიტი, რაც გვაქვს ბაკურიანში, იმის გათვალისწინებით, რომ აქ მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება და გათოვლიანების დამატებითი სისტემები მონტაჟდება, ეს პროექტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სრულად უზრუნველვყოთ კურორტის მოთხოვნები. ანალოგიური სამუშაოები გვაქვს გუდაურში, სადაც ორი კონტრაქტორი გვყავს და იქაც ვამატებთ ჭაბურღილებს. ასევე, ხორციელდება ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, დამატებით გვაქვს ხელოვნური ტბა და ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გუდაურში სასტუმროები და ასევე, ხელოვნური გათოვლიანება სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით. საკურორტო ზონებში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა უფრო მეტად გამართული იყოს და მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ ამ მზარდ მოთხოვნას გაუძლოს ‘’, -განაცხადა ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაეობის დათვალიერების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა.

უწყების ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა