ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული 200-ლარიანი დახმარების პაკეტი არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული 200-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტი არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს, რომ თითოეულ ოჯახს მაქსიმალურად დაეხმაროს და სწორედ ამიტომ მიიღო ეს „სამართლიანი გადაწყვეტილება“.

„მაშინ, როდესაც გლობალურ პანდემიასთან გვაქვს საქმე და ვიცით, თუ როგორ აისახა „კოვიდ-19“ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გამონაკლისი. მსგავსი დახმარებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ „კოვიდ 19“-ით გამოწვეულ ზარალს ეხებოდა, უკვე არაერთი თვეა დავიწყეთ. არ ვეთანხმები იმას, რომ დღესდღეობით ბავშვებზე გასაცემი თანხა, რომელზეც გადაწყვეტილება მივიღეთ, საარჩევნო მოვლენებს ემსახურება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პირიქით. ჩვენ შევეცადეთ, თითოეულ ოჯახს მაქსიმალურად შეძლებოდა ენახა მინიმალური სარგებელი, ის სარგებელი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს მთავრობას გააჩნია, რომ გასცეს თავის მოქალაქეებზე. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და ჩავრთეთ ამ სოციალურ დახმარებებში უკვე საბავშვო პაკეტი“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 200 ლარიანი დახმარება გაიცემა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა