დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. ამის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მიუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, „კოვიდ 19“-ის ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა