სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საკითხის მოსაგვარებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება.

„პროდუქტის და ზოგადად, მარაგებთან დაკავშირებით ცხადია, პრობლემა არ შეიქმნება. როგორც ყოველთვის ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ისინი ჩაერთვებიან. რაც შეეხებათ ტურისტებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმალური იყოს. ცხადია, დისკომფორტი არის, როდესაც დასასვენებლად ჩადიხარ და აღმოჩნდება, რომ იქ ეპიდემიის ახალი კერაა, ეს არ შეიძლება დისკომფორტი არ იყოს, თუმცა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი მინიმალური იყოს“,-განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, 28 დღიანი საკარანტინო ვადა შეიძლება შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის დამყოლობა მაღალი იქნება და ისინი საჭიროებისამებრ ტესტირებას ჩაიტარებენ.

„კიდევ გავიმეორებ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ვირუსის მართვა, მინიმალური დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მოსახლეობას და ისე უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დაუჯეროს ექიმებს, დაუჯეროს შტაბს, ხელისუფლებას. ყველამ გაიკეთოს ტესტირება, ვინც უნდა გაიკეთოს. სავარაუდოდ, ეს იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის მთელი მოსახლეობა. თავდაპირველად რამდენიმე სოფელი, თუმცა, მთლიანობაში მთელ მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს ტესტირება. რაც ჩქარა დასრულდება ეს პროცესი და რაც უფრო მალე გამოვავლენთ ყველა კონტაქტს და დაინფიცირებულს, მით მალე მოიხსნება კარანტინი“,-განმარტავს სუბარი.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს