"ქართული ოცნების" ლიდერები "რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში" იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად "რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში" იმყოფებოდა.

მეურნეობის მფლობელი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროდუქციის წარმოების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მეურნეობის მოწყობისთვის ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა.

მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს. ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის სახით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გრძელდება მოსახლეობის მხარდაჭერა რთველის სეზონზე, რათა შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივებს ყურძნის მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეთ.

2013-2019 წლებში ჯამურად რეგიონში 1 120 000-მდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, ფერმერების მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორამციას, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი