თორნიკე რიჟვაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის დროებით საქმეთა რწმუნებულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, დაესუ ჩანგს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მათი ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა დეასუ ჩუნგს აჭარაში ვიზიტისთვის.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დადებით დინამიკას ეკონომიკის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სფეროებში.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მზარდ დინამიკაზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ დონეზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამხრეთ კორეის მხარეს არსებული პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დადებით კონტექსტში შეფასდა საქართველოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრაზე ბატონმა ჩანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, კერძოდ კი აჭარის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კორეის რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ატაშე ბაიონ სენგვუ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს