გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ დმანისის მერის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ პარტია ,,ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვის თაობაზე, ინფორმაცია პრესიდან შეიტყო.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქმის კურსში არავის ჩაუყენებია და მას პარტიის სამდივნოდან არავინ შეხმიანებია.

,,ჟურნალისტებმა დამირეკეს და მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ პარტიიდან გამრიცხეს, შემდეგ კი ,,ინტერპრესნიუსზე“ ვნახე ოფიციალური განცხადება. რომელი კანდიდატის მხარდაჭერაზეა საუბარი მე ვერ გეტყვით, ვინც განცხადება გაავრცელა იმას უნდა ჰკითხოთ. ლოგიკურია, ხო თუ განცხადებას ავრცელებ, უნდა დააკონკრეტო, რომელი კანდიდატის მხარდაჭერაზე საუბრობენ“, - განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

შეკითხვაზე, პარტიიდან გარიცხვის შემდეგ რჩება თუ არა ის დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა