ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II ანზორ ერქომაიშვილს იუბილეს ულოცავს. მილოცვას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"დიდ მამულიშვილს, ჩვენი იდენტობის დიდ დამცველს, ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დიდ შემომკრებსა და პოპულარიზატორს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ არა მარტო ბატონი ანზორის, საერთოდ, ერქომაიშვილების გვარის ღვაწლი ამ მხრივ ფასდაუდებელია.

ღმერთმა წყალობითა თვისითა აღავსოს იგი და დალოცოს მისი ოჯახი.

ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II",- ნათქვამია მილოცვაში.

ცნობისთვის, ანზორ ერქომაიშვილს 80 წელი შეუსრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა