ანონსი  11 აგვისტო

11 აგვისტოს, 09:00 საათზე, შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები.

მის: სოფელი შინდისი, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი.

საკონტაქტო: ეველინა მენთეშაშვილი - 599787808

11 აგვისტოს,11:00 საათზე, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კორონავირუსის“ შემთხვევების ზრდა; დაინფიცირებულების მდგომარეობა „მცხეთის სამედიცინო ცენტრში“.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 აგვისტოს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში , ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე , კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდება.

მის:აკ.წერეთლის გამზ.144​

11 აგვისტოს, 12:00 საათზე, სოფელ ჯოყოლოში რონდელის ფონდის პროექტში „ჩემი სამყარო“ მონაწილე პანკისის ხეობის სკოლების უფროსკლასელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მის: ნაზის სასტუმრო, პანკისის ხეობის სოფელი ჯოყოლო, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

11 აგვისტოს, 13:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ. მის: სადგურის მოედანი #2 საკონტაქტო: 577624445

11 აგვისტოს, 13:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ტურიზმი და ეკონომიკური პრობლემები, ჩაკეტილი საზღვრები.

მის: ქუთაისი, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

11 აგვისტოს, 13:30 საათზე, პარტია “ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები შინდისში შინდისელი გმირების მემორიალს პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: გიორგი გაბედავა - 574 37 04 73; მამუკა ჩოქური - 599 301 445

11 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24

11 აგვისტოს, 14:00 საათზე, მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

წარდგენას ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 59945 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

11 აგვისტოს, 16:00 საათზე, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „ინტერპრესნიუსის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის ბრიფინგის გამოხმაურება და ოჯახის პოზიციის გახმაურება.

მის: იოსებიძის ქუჩა, 49

საკონტაქტო: მარიამ ხუგაშვილი - 591194445

11 აგვისტოს, 16:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ონლაინ დისკუსიას თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება პანდემიის შემდგომ“ გართავს. „ჯეოქეისი“-ს გამგეობის წევრი, ბაქარ ფალავანდიშვილი ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს. https://www.facebook.com/GeocaseGeo/

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე - 599 716019

11 აგვისტოს, 16:30 საათზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 59945 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

11 აგვისტოს, 17:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, მედეა მეტრეველი, გრიგოლ გეგელია და სხვა წარმომადგენლები გამართავენ აქცია/ბრიფინგს "დაკავებული ექიმების" საქმესთან დაკავშირებით.

მისა: გორგასლის ქუჩა 24 (ორთაჭალაში)

საკონტაქტო: 577624445

11 აგვისტოს, 18:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანისა და სხვა „ნახალოვკელების“ ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა