გიგა ბოკერია ფოთში მოსახლეობას შეხვდა

ფოთში, პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართა.

გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, ფოთში მოქალაქეები უმუშევრობის, ეკონომიკური საკითხებისა და კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

,,მარტო ამ ივანიშვილის მოშორება საკმარისი არ არის. უნდა დავანახოთ ხალხს, სწრაფად როგორ გავალთ წინ. ამ ქალაქში, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დროსაც ძალიან ბევრ მიქარვას ჰქონდა ადგილი და არ იყო ის ყურადღება, რაც საჭირო იყო, ყველაფერს ეტყობა ეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეროვნული არჩევნებია, აუცილებლად მინდა, რომ ჩვენი მკაფიო გზავნილი გვქონდეს. მე პირადად მგონია, აქ ერთ-ერთი საკვანძო ამბავი ის არის, რომ გვერდზე არის პორტი და ეს ფული არ უნდა მიდიოდეს თბილისში და იქიდან არ უნდა ნაწილდებოდეს. რა შრომითაც ფული იქმნება ადგილზე, იმ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა რჩებოდეს ადგილზე. ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ აქ შექმნილი დოვლათის მეპატრონეები არიან თვითონ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა