ხაშურში ბენზინმზიდზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ლიკვიდირებულია

ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, ამჟამად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ. იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.​ ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა