სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - ამ ეტაპზე, შეზღუდულია გადაადგილება, ტურისტებს გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. საზოგადოებრივ წესრიგს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწესრიგებს.

ნინო ვიბლიანის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში ახალ კორონავირუსზე 300-ზე მეტი ნიმუშია აღებული.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხდება იდენტიფიცირება და ბიოლოგიური მასალის, ნიმუშის აღება. ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუშია აღებული. ხვალიდან კვლავ განახლდება სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ამასთან, ნინო ვიბლიანი დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესტიის მუნიციპალიტეტში საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება, დროულად უზრუნველყოფენ საკვები პროდუქტების მარაგების მობილიზებას.

„ჯერჯერობით საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. თუმცა, თუ დადგება საშიშროება და საჭიროება, ყველა უზრუნველყოფილი იქნება პროდუქტით. მარაგები შემოტანილი იქნება მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპზე, შეზღუდულია გადაადგილება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩარჩენილი ტურისტების ტრანსპორტირებას და მობილიზებას მოახდენს, ტურისტებს გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რაც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, გაიარონ კარანტინი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა