მესტიაში შავღელესთან მეწყერი ჩამოწვა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მესტიაში შავღელესთან მეწყერი ჩამოწვა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის, შავღელეს მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის მერის მოადგილემ ნელი ნავერიანმა უთხრა, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მესტიის მიმართულებით გადაადგილება შეფერხდა.

"მესტიაში, ვინც მიდიოდა მათ შეუფერხდათ გადაადგილება. საკმაოდ სერიოზული მასაა, ვიდრე ბოლომდე არ ჩამოვა და არ გამაგრდება გაწმენდითი სამუშაოებიც რთული იქნება. ეს არის სახელმწიფო გზა და ტექნიკა ადგილზე ყოველთვის არის, თუმცა მუშაობას ამდროისთვის ხილვადობა და წვიმა აფერხებს. ეს არის შავღელეს მონაკვეთი, სოფელ ეცერსა და ბეჩოს შორის",- ამბობს ნელი ნავერიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა