პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილს - თქვენ წარმოადგენდით და წარმოადგენთ ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას

თქვენ წარმოადგენდით და წარმოადგენთ ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას , - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს მისი 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

"ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი. თქვენ, ჩემს და ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მაშინ შეგხვდათ, წარმოადგენდით ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას. ეს დღესაც ასეა და არაფერი შეცვლილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გამოჩენილი ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. "მას შემდეგ წლები გავიდა. ალბათ, მაშინ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თქვენ დაგაჯილდოებდით ბრწყინვალების ორდენით, რაც ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი სიხარულია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა