სიმონ გულედანის განცხადებით, ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი პირების ნიმუშები გორიდან ლუგარის ცენტრში დამატებით გაიგზავნა

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადებით, რეგიონში ყველა სამსახური მუშაობს კოორდინირებულად და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონში 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, მიცემული აქვთ თვითიზოლაციის რეკომენდაციები, პარალელურად, ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ ღრმა ეპიდკვლევებს, ლუგარის ცენტრში დამატებით გაიგზავნა ნიმუშები. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ყველა სამსახური მუშაობს კოორდინირებულად“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" სიმონ გულედანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა