BBC - მინსკში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს

მინსკში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ჟურნალისტი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩევლეთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მინსკში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა