მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში "კოვიდ 19"-ს მინიმუმ 733 897 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 5 085 821 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი - 163 370-ია.

მეორე ადგილზე დგას ბრაზილია, სადაც "კოვიდ 19"-ის 3 057 450 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 101 752-ია.

აშშ-სა და ბრაზილიის გარდა ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ხუთეულში არიან ინდოეთი, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რადენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა