ლინას ლინკევიჩუსი - ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

„სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება,“- წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის წევრმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია თავის ადვოკატთან ერთად ცესკოში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თქვა: "მივიღე გადაწყვეტილება."

შეგახსენებთ, გუშინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

იხილეთ ვიდეო: ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა - ლინას ლინკევიჩუსი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა