ახალი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ განხორციელდება

თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“ შეიმუშავა, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა.

„ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ახალგაზრდებს სამხედრო საქმით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა პროექტის ორგანიზატორებს საკუთარი წინადადებებიც შესთავაზეს. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7-დღიან სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან.

სამხედროები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ. 18 -დან 22 წლის სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია, პარალელურად რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება. რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს. მინიმალური წლიური ანაზღაურება კი, 2700 ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი