მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით,  საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს და აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“ამ დროისთვის ჩვენთან 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმის არის. გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, რომელსაც პერმანენტულ რეჟიმში სჭირდება ჟანგბადის მიწოდება. ასევე გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის და იმყოფება მართვით სუნთქვაზე - ეს არის ასაკოვანი ქალი. ძირითადად არის „ლილოს კლასტერი“, რუსთავის და ასევე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი”, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შემოდგომიდან კოვიდინფექციის გავრცელების რისკები და საფრთხე გაიზრდება.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში სულ 170 პაციენტი მკურნალობდა, აქედან, 132 უკვე გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა