ვახტანგ გომელაური - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ,  გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, მალე დასრულდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინალის ზრდის შესახებ კითხვას, მინისტრის თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა ან კლება „ჩვეულებრივი თემაა".

„ეს სულ მოხდება, კრიმინალის სტატისტიკა ხან მოიმატებს ხან დაიკლებს. გასაკვირი არაა",- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა